ტეხასის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გეინსის ოლქში წითელას ეპიდემიის გავრცელება დაადასტურა. ამ დროისთვის გამოვლენილია 10 შემთხვევა, რომელთაგან 8 სკოლის ასაკის ბავშვია.
ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ინფიცირების რისკისა, შესაძლოა, ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდეს, როგორც გეინსის ოლქში, ასევე მიმდებარე რეგიონებშიც.
წითელა გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ვრცელდება ჰაერის საშუალებით, ხველის ან ცემინების დროს. ვირუსი გარემოში ინფექციური რჩება ინფიცირებული პირის წასვლის შემდეგაც, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.
მოსახლეობას მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ წითელას სიმპტომებს, რომლებიც მოიცავს მაღალ სიცხეს, ხველას, სურდოს, წითელ და წყლიან თვალებს, რასაც მოგვიანებით სხეულზე გავრცელებული გამონაყარი ემატება.
ინფიცირებულ პირებს ურჩევენ დარჩნენ იზოლაციაში მინიმუმ ოთხი დღის განმავლობაში გამონაყარის გაჩენამდე და ოთხი დღის შემდეგაც, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.