სასამართლომ გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ, გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესს გიგი უგულავა არ დასწრებია.

ცნობისთვის, გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

მას ,,თბილისი მოლთან” გამართული აქციის დროსაც ედავებიან გზის გადაკეტვას. ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები