“თქვენ გგონიათ, ვიღაც ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილმა ყველაფერი დაფქვა” – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, 2016 წელს, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმა “რუსთავი 2” – ის საქმეს უკავშირდებოდა.

“2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ჩემ პრეტენზიაზე, უარი მეთქვა “რუსთავი 2″-ის საქმეზე, ჩემგან კი უარი მიიღეს, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილმა ყველაფერი დაფქვა. ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი მეთქი და 15 წუთში შემომითვალა, მე კი არა კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის გადაცემაზე უარი რომ ვუთხარი, ამიტომ მესროლეს”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, გორში, სადგურის დასახლებაში ირაკლი ოქრუაშილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილბრივმა გახსნა ორქუაშვილის მისამართით, რასაც სავარაუდოდ საპასუხო ცეცხლი მოჰყვა ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან. დაიჭრა სამი ადამიანი. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ოქრუაშვილი გორში, სადგურის დასახლებაში ამომრჩევლეთან შევხედრას ამრთავდა.

მსგავსი თემები