ცოლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს​ და ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 25 ივლისს გაიმართება.

მსგავსი თემები