სამხედრო წვრთნების გამო, აგვისტოში ავიაფრენები შეიზღუდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, აგვისტოს დასაწყისში თბილისის მიმდებარედ ავიაფრენები შეიზღუდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავრცელებს.

ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი დახურული იქნება მითითებულ პერიოდებში: 3, 4 და 5 აგვისტოს 09:30-11:30 და 21:30-23:30 საათებში; 7, 8 და 9 აგვისტოს 09:30-11:30 საათებში.

შეზღუდვის გამო, განრიგის დაკორექტირება ავიაკომპანიების ნაწილს მოუწევს. მაგალითად, აზერბაიჯანულმა „ბუტა ეარვეისმა“ შესაბამისი შეტყობინება უკვე გამოაქვეყნა და მგზავრები ფრენების შეცვლილი განრიგის შესახებ გააფრთხილა.

მსგავსი თემები