უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დრონებმა სუმიში მდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ჩამსხვრეულია შუშები.
მაშველებმა 65 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ავტომობილების პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს დაეცა, რის გამოც რამდენიმე მანქანა დაიწვა.