ვანგ ი ბრიტანეთსა და ირლანდიაში მიემგზავრება, ასევე, დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი, დელეგაციის წევრებთან ერთად  დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მიემგზავრება, ასევე,  დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციას, თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს უმაღლესი დონის ღონისძიებას და დაესწრება G20 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მინისტრი ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ მიიწვია.

„სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, მინისტრი  ეწვევა ირლანდიას და დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციას გერმანიაში 12-დან 17 თებერვლამდე.  ისაუბრებს ჩინეთის შესახებ, რათა გაიზიაროს ჩინეთის პოზიცია ძირითად საერთაშორისო საკითხებზე კონფერენციის თემის გათვალისწინებით.  ასევე,  გამართავს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღონისძიებას 18 თებერვალს თემაზე: „მულტილატერალიზმის პრაქტიკა, რეფორმირება და გლობალური მმართველობის გაუმჯობესება“. ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოს ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი უხელმძღვანელებს. 20-დან 21 თებერვლამდე კი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი დაესწრება G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკა“ – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები