ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე თელ-ავივის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი განახლდა.
The Times of Israel-ის ცნობით, მოსმენის დასაწყისში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც ანტიბიოტიკების მაღალი დოზები დაუნიშნეს და ჩვენების დღის განმავლობაში რეგულარული შესვენებები დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ნეთანიაჰუ გასულ კვირას სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდა, რადგან აშშ-ში იმყოფებოდა.