კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ ხმების უმრავლესობა აიღო, თუმცა, ვერ შეძლო საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და პარტიას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა მოუწევს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველმა ,,სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ” ხმების 42 პროცენტი აიღო.
მეორე და მესამე ადგილზე ,,კოსოვოს დემოკრატიული ლიგა” და ,,კოსოვოს დემოკრატიული პარტია” გავიდნენ 22 და 18%-იანი მხარდაჭერით.