,,ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს, შემდეგ კი სამხედრო სფეროში გადავალთ” – ტრამპი

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ილონს მასკს განათლების სამინისტროში და თავდაცვის სისტემებში არამიზნობრივი ხარჯების გამოვლენას დაავალებს.

„ძალიან მალე, შეიძლება 24 საათში, ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს. შემდეგ სამხედრო სფეროში გადავალთ. მოდით, შევამოწმოთ სამხედრო სფერო. ჩვენ აღმოვაჩენთ მილიარდებს, ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები