“თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში“ – არჩილ თალაკვაძე

“თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მაია ცქიტილის გუშნდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვიცე-პრემიერის თქმით, უკვე დამღლელია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი.

“თითოეულ შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ეკა ბესელიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მე მჯერა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი უკანონო ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა შექმნილი და ის ჩანაწერები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შექმნილი და გამოქვეყნდა ამ პერიოდში, გამოძიების მხრიდან გახდა სათანადო რეაგირების საგანი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მსგავსი თემები