დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთს 44 კულტურული ელემენტი გააჩნია, რომლებიც აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. თანდათანობით, ჩინეთი მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.
მთელ მსოფლიოში, ჩინელებისთვის, გაზაფხულის ფესტივალი არის ოჯახური გაერთიანების, სადღესასწაულო ტრადიციების, სადღესასწაულო “შოპინგისა” და მრავალფეროვანი კულტურული და ტურისტული აქტივობების დრო. ფესტივალის საქონლის სავაჭრო ღონისძიებები ძირითადად ორიენტირებულია ჩინეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (ICH) ირგვლივ და ეს ბოლო წლებში ჩინეთში პოპულარობას იძენს.
მაგალითად, ჩრდილოეთ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში, ბოლო ღონისძიების დროს, ICH-ის მემკვიდრეებმა ქარგვის, ქაღალდის ჭრის, ფარნების სანახაობა მოაწყვეს, სადაც მონაწილეობა ტურისტებმაც მიიღეს. ჩინეთის ICH ხალხის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, რაც ჩინურ კულტურას ახალ სიცოცხლისუნარიანობას სძენს.
2024 წლის დეკემბერში, ჩინეთის რამდენიმე კულტურული ელემენტი, კერძოდ, ტრადიციული ლი ტექსტილის ტექნიკა: დაწნვა, შეღებვა, ქსოვა/ქარგვა, Qiang-ის საახალწლო ფესტივალი, რომელიც აღინიშნება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში აღინიშნება, იუნესკომ წარმომადგენლობით სიაში დაამატა.
მთავარი განსხვავება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიასა (რომელსაც სასწრაფო დაცვა სჭირდება) და კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიას შორის არის ის, რომ პირველი ეხება კულტურულ ელემენტებს, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშე დგანან.
ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ჩინეთი შეუერთდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას, ქვეყანამ მიაღწია მაღალ მიღწევებს ICH-ის შენარჩუნებასა და აღორძინებაში, შესთავაზა ჩინური სიბრძნე და გადაწყვეტილებები ICH-ის დაცვისა და აღორძინებისთვის მთელ მსოფლიოში.
დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთს აქვს 44 კულტურული ელემენტი ან პრაქტიკა, რომლებიც აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
ქვეყანამ მიიღო კანონი ICH-ის შესახებ, ხოლო პროვინციული დონის რეგიონებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე გამოსცეს ადგილობრივი რეგულაციები ICH-ის დაცვის შესახებ, რაც ქმნის მყარ საკანონმდებლო ბაზას.
ჩინეთში სხვადასხვა დონის ICH-ის 90000-ზე მეტი წარმომადგენელი მუშაობს ქვეყნის არამატერიალური კულტურული საგანძურის შესანარჩუნებლად. ჩინეთს აქვს 100000-ზე მეტი ICH სხვადასხვა დონის ელემენტი, მათ შორის 1557 წარმოდგენილია ეროვნულ სიაში.