მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, ხოლო 2200-მდე თანამშრომლის გათავისუფლების გეგმა დროებით დაბლოკა.

მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს.

მსგავსი თემები