ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა. ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მცირე ზომის თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 34 მილის დაშორებით იპოვეს.

მაშველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს და აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Bering Air-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ალასკაზე რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.

მსგავსი თემები