ოკუპირებულ აფხაზეთში 7 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა უქმდება. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ოკუპირებული რეგიონის ენერგოსისტემა ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს.
6 თებერვალს რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრა გუნბას შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსულმა მხარემ სოხუმის დე ფაქტო მთავრობას ენერგოკრიზისის მოგვარების გადაწყვეტილება შესთავაზა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.