ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა შესრულდა. სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.
ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი.
2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია ,,ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან”. გავრელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟს ეკუთვნის.