„მშვიდობა ისეთივე სუფთაა, როგორც ყინული და თოვლი“ – ხარპინში მსოფლიოს ზამთრის სპორტის დღესასწაული გაიხსნა  

ხარპინი  მსოფლიოს დიდ სპორტულ მოვლენას წარუდგენს, რომელიც აშკარად ჩინურია, უნიკალური, აზიური და სანახაობრივი, რითაც დაწერს ყინულისა და თოვლის სპორტის ახალ, ბრწყინვალე თავს“ – ეს სიტყვები სი ძინპინს ეკუთვნის.

ჩინეთში, ხარპინში, მეცხრე აზიური ზამთრის თამაშების ღონისძიება გაიხსნა. გახსნის ცერემონიის  მისასალმებელ ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

პრეზიდენტმა მისი,  მეუღლისა ჩინეთის მთავრობის სახელით გაზაფხულის ფესტივალი მიულოცა  ყველა გამორჩეულ სტუმარს და აღნიშნა, რომ ხარპინში ყინულისა და თოვლის სპორტის ახალი,  ბრწყინვალე თავი იწერება.

„აზიური ზამთრის მეცხრე თამაშების ცეცხლი დღეს საღამოს აინთება. პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დაწყებული აზიური ზამთრის თამაშებამდე, ხარპინში, ჩინეთში ყინულისა და თოვლის გატაცებამ მოიცვა მთელი ერი. მან ასევე გაააქტიურა ზამთრის სპორტის სახეობები მთელ მსოფლიოში. მიმდინარე აზიური ზამთრის თამაშები თავის ისტორიაში ახალ რეკორდს აღწევს მონაწილე ქვეყნების, რეგიონებისა და სპორტსმენების რაოდენობით. მჯერა, რომ აზიის ოლიმპიური საბჭოსა და ყველა მონაწილე ქვეყნისა და რეგიონის დელეგაციის ერთობლივი ძალისხმევით, ხარპინი  მსოფლიოს დიდ სპორტულ მოვლენას წარუდგენს, რომელიც აშკარად ჩინურია, უნიკალური აზიური და სანახაობრივი, რითაც დაწერს ყინულისა და თოვლის სპორტის ახალ, ბრწყინვალე თავს“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

მეცხრე აზიური ზამთრის თამაშების თემაა – “ზამთრის ოცნება, სიყვარული აზიას შორის”. სი ძინპინის თქმით, ეს  განასახიერებს აზიელი ხალხის საერთო მისწრაფებასა და სურვილს მშვიდობის, განვითარებისა და მეგობრობისკენ.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო ოცნება სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის. მშვიდობა ისეთივე სუფთაა, როგორც ყინული და თოვლი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდება საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავძლიოთ უსაფრთხოების ყველა სახის გამოწვევა და ხელი შევუწყოთ აზიის ძალას თანაბარი და მოწესრიგებული მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში“ – განაცხადა სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი თემები