6 თვეში, 11მლნ – “საქართველოს რკინიგზის” შემოსავალი გაიზარდა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. 

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

“ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება და მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს”, – აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”.

მსგავსი თემები