ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ჯერ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ ღაზასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ჯერ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ შეგვიძლია, ვისაუბროთ პრინციპებზე. მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ ყველას, ვისაც სურს საკუთარი ნებით გადასახლება, უნდა მიეცეს ამის მორალური უფლება“- განაცხადა გიდეონ საარმა.
დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს.