“უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს”- კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს.

„შანსი, რომ ისინი დაიბრუნებენ ბირთვულ იარაღს, სადღაც მინიმალურსა და ნულს შორისაა. მართალი გითხრათ, ორივემ ვიცით, რომ ეს არ მოხდება“ – აღნიშნა კიტ კელოგმა.

კელოგმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის უკრაინაში დაბრუნება არ არის ის, რითიც უნდა დაიწყოს რუსულ-უკრაინული ომის დასრულების მცდელობა.

მსგავსი თემები