“დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ”- ელჩი

საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი აქციებზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.  შეხვედრის შემდეგ  ელჩი წერს, რომ დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს.

“დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან მტკივნეული პერსონალური ისტორიები დაგვანახა საპოლიციო სისასტიკეზე, არასაჭირო წინა სასამართლომდე დაკავებებზე და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებზე. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ”, – წერს სორენსენი.

მსგავსი თემები