აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს. განცხადების თანახმად, ირანი ყოველწლიურად ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის ეკვივალენტს იმუშავებს, რასაც შემდგომ რეგიონში სადესტაბილიზაციო აქტივობების დასაფინანსებლად და რამდენიმე რეგიონული ტერორისტული ჯგუფის მხარდასაჭერად იყენებს, როგორებიცაა „ჰამასი“, „ჰუსიტები“ და „ჰეზბოლა“.
“ირანული რეჟიმი ფოკუსირებული რჩება მისი ნავთობის შემოსავლების გამოიყენოს ატომური პროგრამის დასაფინანსებლად, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოებლად, და მისი რეგიონული ტერორისტული მარიონეტული ჯგუფის მხარდასაჭერად. შეერთებული შტატები მზად არის აგრესიულად სამიზნეში ამოიღოს ირანის ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს ამ მავნე აქტივობებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა” – განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.