აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მისი თქმით, მათთან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.
“მადლიერი ვიყავი ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს, რათა განგვეხილა კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელი არიან. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!” – წერს უილსონი.