ამერიკის შეერთებულმა შტატაბმა ჩინურ პროდუქტზე 10%-იან ტარიფი დააწესა. აღნიშნული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით მოხდა, რათა ამერიკაში “ფენტანილის” კონტრაბანდა თავიდან აიცილოს. საპასუხოდ, ჩინეთმაც დააწესა საპირისპირო ტარიფები 10-დან 15 პროცენტამდე აშშ-ის ზოგიერთ პროდუქტზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტებები გაკეთდა. როგორც ლინ ძიანმა განაცხადა ჩინეთი მკაცრ პოლიტიკას ატარებს ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ფენტანილის პრობლემა აშშ-შია და არა ჩინეთში.
„ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქვეყანაა ნარკოტიკებთან მიმართებაში, როგორც პოლიტიკის, ასევე მისი განხორციელების თვალსაზრისით. „ფენტანილი“ არის აშშ-ს პრობლემა და ძირეული მიზეზი თავად ქვეყანაშია. აშშ-ის მოთხოვნით, ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაცხადა გადაწყვეტილება „ფენტანილთან“ დაკავშირებული ნივთიერებების კლასად ოფიციალურად დანიშვნაზე. ჩვენ მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, ვინც ამას აკეთებს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთმა აწარმოა პრაქტიკული თანამშრომლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ამერიკულ მხარესთან. ჩვენს მიერ მიღწეული მიღწევები ყველამ შეიძლება დაინახოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნივთიერებების დაგეგმვა, დაზვერვის გაზიარება, ცალკეულ შემთხვევებზე თანამშრომლობა, ონლაინ რეკლამების მოხსნა, ნარკოტიკების ტესტირების ტექნოლოგიაზე გაცვლა და მრავალმხრივი ურთიერთქმედება.
მიუხედავად ნარკოტიკების წინააღმდეგ თანამშრომლობაში ჩვენი მიღწევებისა, აშშ მზად არის დააწესოს 10 პროცენტიანი დამატებითი ტარიფი ჩინურ იმპორტზე ფენტანილის საკითხის საბაბით. ჩინეთი მტკიცედ გმობს და ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და მიიღო აუცილებელი ზომები თავისი ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. სხვების გაძარცვა პრობლემებს ვერ გადაჭრის. სავაჭრო და სატარიფო ომებს არ ჰყავს გამარჯვებული“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე პოზიციით, ჩინეთზე ზეწოლა ან მუქარა არ არის ურთიერთობის სწორი გზა.
„ნარკოტიკებზე შიდა მოთხოვნების შემცირება და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება არის ფუნდამენტური გადაწყვეტა ფენტანილის კრიზისიდან აშშ-ში, ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს“ – დასძენენ საგარეო უწყებაში.