ასწლოვანი ქუნმინგი და თოფუ ყველანაირ მდგომარეობაში (ფოტორეპორტაჟი)

„სურნელოვანი“ უძველესი ქალაქი ასი წლის ისტორიით – ეს ქუნმინგია, რომელიც იუნნანის პროვინციაში, ხონკხეს პრეფექტურაში  მდებარეობს.

ამ კულტურულმა  ქალაქმა შემოინახა მინგის და ცინგის დინასტიის საცხოვრებლების დიდი ნაწილი სრული სახით, რის გამოც მას „მინგი და ცინგ დინასტიის სამხრეთ იუნანის საცხოვრებელ მუზეუმსაც” უწოდებენ.

აქ მდებარეობს ილონკის ტბა, რომლიც არანაკლები პეიზაჟებითაა ცნობილი, ვიდრე ერხაის ტბა.  ტბა სავსეა აყვავებული ლოტოსის ყვავილებით, რაც ულამაზეს გარემოს ქმნის.

აქ მზადდება საუკეთესო თოფუ, რომელსაც 600 წლიანი ისტორია აქვს. არც მეტი, არც ნაკლები, სხვა პროვინციებისგან განსხვავებით, ქუნმინგში  200-ზე მეტი სახის თოფუს დელიკატესების დაგემოვნება შეიძლება.  მაგალითად, როგორიცაა შემწვარი თოფუ, შეფუთული თოფუ, გამხმარი თოფუ, თოფუს ბურთულები და ასე შემდეგ, თოფუ ყველანაირ მდგომარეობაში.

Shiping County – ცნობილია ბუნებრივი სილამაზითა და კულტურული სიმდიდრით, რომელიც ტურისტების მიზიდულობის ცენტრია.

ქალაქი ღამით ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს, რადგანაც გაბრდღვიალებული, ფერად-ფერადი ნათებით ისეთი ეფექტებია შექმნილი, თითქოს ზღაპარში ხარ. იუნნანის პროვინცია და ქუნმინგი, ერთ-ერთია, აუცილებლად სამოგზაურო ატრაქციონებს შორის.

მსგავსი თემები