Axios-ის ინფორმაციით, ამერიკელი ,,დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს.
წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გრინმა დონალდ ტრამპი ღაზას სექტორთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
,,ღაზაში ეთნიკური წმენდა არ არის ხუმრობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მოდის. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტისკენ სვლა დაიწყო. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებს წარვადგენ შემოთავაზებული და განხორციელებული ვერაგი საქმეების გამო”, – აღნიშნა კონგრესმენმა.