,,ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED). საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
,,ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED).
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ამერიკელი ხალხის ფულის მავნე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მხილების შემდეგ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი ამ ფონდის საქმიანობის მიმართ. მითუმეტეს, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი, მანამდეც არაერთ სკანდალში გაეხვა.
საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი“, – წერს პაპუაშვილი.