პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბოგდან სვენჩკოვსკიმ გაავრცელა, რომელსაც პოლონური „გაზეტა ვიბორჩა“ ავრცელებს.
მისი თქმით, იანვრის ბოლოს პროკურატურას 60-გვერდიანი შეტყობინება წარუდგინა, სადაც დონალდ ტუსკის გარდა დანაშაულში ეჭვმიტანილია რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორი.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 13 დეკემბრიდან ეს პირები მოქმედებდნენ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში“, რომლის მიზანიც იყო პოლონეთის საკონსტიტუციო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების საქმიანობის შეჩერება, მათ შორის ძალისმიერ და მართლსაწინააღმდეგო გზებით.
ბოგდან სვენჩკოვსკის შეტყობინების საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც პინგ-პონგს თამაშობს, წარწერით „სახელმწიფო გადატრიალება“. ვიდეოში ჩანს, რომ ტუსკს ატყობინებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი, რაზეც პოლონეთის მთავრობის მეთაური პასუხობს: „კაი ერთი, ჩვენ აქ უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს“.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ არ თქვა, ეთანხმება თუ არა ბრალდებას, მაგრამ ბოგდან სვენჩკოვსკის გამოცდილი პროკურორი უწოდა და დასძინა, რომ მთავრობა კანონს არღვევს.