ბრიუსელის მეტროში სროლა იყო

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, მეტროსადგურ კლემანსოსთან ბოლო 2 დღეში უკვე მეორე სროლა მოხდა. ბრიუსელის პროკურატურის განცხადებით, სროლის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

ამავე მეტროსადგურთან სროლა 5 თებერვალს, დაახლოებით გამთენიის 6 საათზე მოხდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა აღნიშნული 2 სროლა ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ორივე შემთხვევა ნარკობანდებს შორის არსებულ ტერიტორიულ დავას უკავშირდება.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერში მეტროსადგურის შესასვლელთან, სულ მცირე, ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ასევე, ჩანაწერში ჩანს ორმხრივი სროლაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა შესაძლოა, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული. ეჭვმიტანილებს პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს.

მსგავსი თემები