ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ამერიკულ მხარეს განუმარტა, რომ USAID-ის ქვეყანაში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

ცნობისთვის, USAID-ის აზერბაიჯანში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი 2024 წლის 1 ივნისს გაუუქმეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ დროა ორგანიზაციამ შეწყვიტოს მუშაობა ქვეყანაში.

მსგავსი თემები