აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო კომუნიკაცია არაერთხელ შედგა. ამჯერად ჯერი შეხვედრაზეა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მხარეებმა უნდა განიხილონ, ტარიფების თემაა.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ტარიფების ზრდა ცალმხრივად არ უნდა მოხდეს და საჭიროა დიალოგი.
„ჩინეთმა აღნიშნა, რომ ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარში ჩინურმა მხარემ ნათლად დააფიქსირა ჩვენი პრინციპული პოზიცია და მხარეებმა პრინციპულად მიაღწიეს საერთო შეთანხმებას ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესახებ. ახლა საჭიროა არა ცალმხრივი ტარიფების გაზრდა, არამედ თანაბარი დიალოგი და კონსულტაციები ურთიერთპატივისცემით“ – ასეთია საგარეო უწყების პოზიცია.