„ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა” – სეს-ი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ,,ბაკურიანი ციდას” წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.

,,სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტირებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაბინძურებულია თუ არა წყალი „ბაკურიანი“?!

მსგავსი თემები