,,ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს”, – წერს ,,რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე.
,,ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. მთავარი საკითხია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ – როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს. თუმცა, 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში საქართველო არ არის”, – წერს იოზვიაკი.