აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 67 ადამიანის ცხედრიდან 66 უკვე ამოიცნეს

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად დაღუპული 67 ადამიანიდან, ექსპერტებმა 66-ის ამოცნობა უკვე შეძლეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, 67-ვე ცხედარი მდინარე პოტომაკიდან ამოყვანილია. ამასთან, მდინარე პოტომაკიდან თვითმფრინავის ნარჩენების ამოსაღებად აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსი მუშაობას აგრძელებს. ოფიციალური პირების თქმით, ვერტმფრენის ნარჩენების ამოღება ოთხშაბათს იგეგმება.

(VIDEO) კადრები ვაშინგტონიდან – მდინარიდან უკვე ამოყვანილია 18 ცხედარი

მსგავსი თემები