,,ის, ვინც დემოკრატიისა და მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, ყოველთვის სამართლიან პასუხს მიიღებს” – შალვა პაპუაშვილი

,,ის, ვინც დემოკრატიისა და მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, ყოველთვის სამართლიან პასუხს მიიღებს. ვერ დავუშვებთ ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას!”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა.

„2020 წელს ყალბი ნარატივით, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ზოგიერთი უცხოური ორგანიზაციის მხრიდან, როდესაც გაირკვა, რომ ფაქტობრივად, საქართველო ამყოფეს სიყალბეში, როგორც ერთი წელი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ისევე შემდეგი სამი წელი, მიუხედავად იმისა, რომ შემოვიდნენ.

გახსოვთ თქვენ, რომ ნახევარზე მეტი სხდომებისა, გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტით და ხან ისე, არ უმუშავიათ რეალურად არც ერთი დღე პარლამენტში. ვნახეთ ჩვენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისცა შანსი, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლის ნება წარმოედგინათ, ამან გამოიწვია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია შეეცადა, ეს ექცია პრეცედენტად და 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ვხედავთ იგივე მცდელობას არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ნების უარყოფისა, ვხედავთ იგივე მეთოდებს, მათ შორის მანდატებზე უარის თქმის შესახებ.

რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ ჩვენ ქართველი ხალხის სახელით, რომ კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები