,,არჩევნები ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება.

„ჩვენ დემოკრატიას ვიცავთ და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ: ახლა საომარი მდგომარეობის დასრულება ზუსტად ის არის, რაც პუტინს სურს”, განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის დროს არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

„საქმე არა მხოლოდ იურიდიულ საკითხებს, არამედ ადამიანურ ფაქტორებსაც ეხება. როგორ მისცემენ ხმას ჯარისკაცები სანგრებში? ან მილიონობით უკრაინელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? თუ მათ ხმას მნიშვნელობა აღარ აქვს? ან 8 მილიონი უკრაინელი რომელიც ომის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდა?“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები