Reuters-ის ინფორმაციით, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ 11 მარტს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა არქტიკული კუნძულის შეძენაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაინტერესების ფონზე მიიღო.
მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა გრენლანდიის დამოუკიდებლობა და ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანიასთან ურთიერთობა იქნება.