49 წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.

ბიურომ სესიის დღის წესრიგი აღნიშნული საკითხით დაამტკიცა. პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

მანამდე გაიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელმაც პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე 49 დეპუტატის განცხადება განიხილა, მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და საკითხს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა 49 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მსგავსი თემები