როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, აშშ მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს.
„ღაზა „ჰამასისგან“ თავისუფალი უნდა იყოს. როგორც დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ მზადაა ეს პროცესი წარმართოს და ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. ჩვენ რეგიონში ყველასთვის ხანგრძლივი მშვიდობისკენ ვისწრაფვით“, – წერს მარკო რუბიო x-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აშშ ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს“.
,,აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე, ჩვენ მას დავეუფლებით” – ტრამპი