,,თქვენ ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარი ხართ” – ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს

,,თქვენ ყველაზე დიდი მეგობარი ხართ, ვინც კი ისრაელს ოდესმე თეთრ სახლში ჰყოლია”, – ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპის კომენტართან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორზე კონტროლი უნდა დააწესოს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს არის იდეა, რომელიც „ყურადღების მიქცევის ღირსია“.

მისი თქმით, ისრაელი ორიენტირებულია იმაზე, რომ ტერიტორია აღარ იყოს საფრთხე მათი ქვეყნისთვის.

„პრეზიდენტი ტრამპი განსხვავებულ მომავალს ხედავს ღაზასთვის. ვფიქრობ, ეს არის რაღაც, რამაც შეიძლება ისტორია შეცვალოს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები