საზღვარგარეთ USAID-ის ყველა მისიამ დახურვის ბრძანება მიიღო, ხოლო პერსონალს აშშ-ში დააბრუნებენ

ABC News-ის ინფორმაციით, საზღვარგარეთ USAID-ის ყველა მისიამ დახურვის ბრძანება მიიღო, ხოლო პერსონალს აშშ-ში დააბრუნებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ადმინისტრატორის ახლადდანიშნული მოადგილე, პიტ მაროკო სამშაბათს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და დაავალა, USAID-ის ყველა თანამშრომლის აშშ-ში დაბრუნება.

მაროკომ ასევე აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ამას არ გააკეთებს, პერსონალის ევაკუაცია მოხდება ამერიკელი სამხედროების მიერ.

მსგავსი თემები