აშშ-მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა

ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოდან გაფრინდა და გუანტანამოს ყურეში სამშაბათს საღამოს ჩაფრინდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტრიშა მაკლაფლინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში 9-10 მიგრანტი იმყოფებოდა, კერძოდ, ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფების Tren de Aragua-ს წევრები.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც პენტაგონს გუანტანამოს ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე არალეგალი მიგრანტების დასაკავებლად შესაბამისი დაწესებულების მომზადებას ავალებს.

მსგავსი თემები