თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქვეყანა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს.
ბრძანების თანახმად, აშშ ტოვებს პალესტინელთათვის დახმარების მთავარ სააგენტოსაც (UNRWA).
ტრამპმა, ასევე განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც აშშ-ის მონაწილეობა გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) უნდა გადაიხედოს და გადაფასდეს.