აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ღაზას სექტორს დაეუფლება.
,,აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე. ჩვენ მას დავეუფლებით და ვიქნებით აუფეთქებელი ნაღმებისა და სხვა საშიში იარაღის გაუნებელყოფაზე პასუხისმგებელნი, თავიდან მოვიშორებთ განადგურებულ შენობებს. ჩემი წარმოდგენით, ეს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილს და შეიძლება მთლიან რეგიონსაც, დიდ სტაბილურობას მოუტანს.
ყველას, ვისაც ვესაუბრე, ძალიან მოსწონს იდეა, რომ აშშ უნდა ფლობდეს მიწის ამ ნაწილს, რომელსაც განავითარებს და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს”, – თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ღაზას სექტორი, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ,,რივიერა” გახდეს. ასევე, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ღაზას სექტორში ამერიკელი ჯარისკაცებიც გაგზავნოს, რათა ,,რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმი შეავსოს”.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის კონტროლის შესახებ ტრამპის კომენტარები სასაცილო და აბსურდულია.