საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.
ესენი არიან:
- მარიკა არევაძე
- ლაშა ბაქრაძე
- თინა ბოკუჩავა
- საბა ბუაძე
- გიორგი ბუტიკაშვილი
- გრიგოლ გეგელია
- ანა გოგოლაძე
- სოფია გოლეთიანი
- ანა დოლიძე
- გიორგი ვაშაძე
- თენგიზ თევზაძე
- ქეთევან თურაზაშვილი
- გიორგი იმედაშვილი
- გიორგი კირთაძე
- ცოტნე კობერიძე
- მაია კოპალეიშვილი
- თამარ კორძაია
- ირაკლი კუპრაძე
- თამარ ლალიაშვილი
- გიორგი ლემონჯავა
- ნანა მალაშხია
- ნიკა მელია
- კობა ნაყოფია
- ანა ნაცვლიშვილი
- რამაზ ნიკოლაიშვილი
- კახა ოქრიაშვილი
- დათუნა რაქვიაშვილი
- სალომე სამადაშვილი
- ხათუნა სამნიძე
- ლევან სამუშია
- ირაკლი ფავლენიშვილი
- ანი ქავთარაძე
- ოქტაი ქაზუმოვი
- ბორის ყურუა
- ფიქრია ჩიხრაძე
- პეტრე ცისკარიშვილი
- ლევან ცუცქირიძე
- გიგი წერეთელი
- ანა წითლიძე
- ივანე ჭყონია
- ლევან ხაბეიშვილი
- მამუკა ხაზარაძე
- ეკა ხერხეულიძე
- ირაკლი ხვადაგიანი
- ელენე ხოშტარია
- ბადრი ჯაფარიძე
- გაიოზ ჯაფარიძე
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
- სოფიო ჯაფარიძე.