,,მზად ვარ სამშვიდობო სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პიერ მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
,,თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ მის მიმართ. მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი. მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა უკვე მზად არის დიპლომატიურ გზაზე გადასასვლელად.