აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი დაამტკიცა

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი 54 ხმით 46-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორის კანდიდატურას „რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მხარი „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მისმა პირველმა არჩევანმა, მეტ გეცმა, „რესპუბლიკელი“ სენატორების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო კანდიდატურა მოხსნა.

მსგავსი თემები