ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ბარაჩაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტებით, ქონების მიტაცების მცდელობაა.

„მოგახსენებთ, რომ დღეს განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს“, – განაცხადა ბარაჩაშვილმა.

მსგავსი თემები