ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რითაც ირანზე ,,მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე ,,მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ,,მერყეობდა” ბრძანების მოწერაზე და ,,არ გაუხარდა ამის გაკეთება”. მისივე თქმით, ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება ძალიან მკაცრია ირანის მიმართ.

კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს ,,მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა” განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მსგავსი თემები