,,ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება”, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას.
,,ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის წამყვანობის შეჩერების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს, რომელიც დაცული უნდა იყოს”, – წერს ზურაბიშვილი.